შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41585 
 29 სექტემბერი 2019

 მდინარე ნატანების ადიდების შედეგად ოზურგეთში, კიტა მეგრელიძის ქუჩის მე-5 შესახვევში სტიქიამ რანდენიმე ოჯახი დააზარალა.

ადიდებულმა მდინარემ ჯორბენაძეების, ცეცხლაძეების, ქათამაძეების და ჩხარტიშვილების საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი წაიღო.

ადგილზე მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, თემურ გიორგაძე იმყოფება. მისი თქმით, აუცილებელია გამაგრებითი სამუშაოების დროულად დაწყება, რადგან სტიქიის განმეორების შენთხვევაში საფრთხე მოსახლეობას დაემუქრება.

მერიაში ზარალის დამთვლელი ჯგუფი მუშაობს.

სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები ყველა კრიტიკულ მონაკვეთზე მიმდინარეობს, მათ შორის  სოფელ შემოქმედში.

მუნიციპალური ტექნიკა გორისფერდის უბანში, ჩახერგილი ადგილების გაწმენდით სამუშაოებს ატარებს.

ადგილზე მერიის ინფრატრუქტურის სამსახურის უფროსი, თემურ გიორგაძე, მერის წარმომადგენლის თანაშემწე, სერგი ლეჟავა და შემოქმედის მაჟორიტარი დეპუტატი, ელგუჯა ბურჭულაძე იმყოფებიან.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
პოლიტიკა