შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შალვა თადუმაძის თქმით, მან არ იცის ვინ დაწერა "დიდოსტატის მარჯვენა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 ოქტომბერი 2019

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შალვა თადუმაძე რომელსაც პარლამეტში უსმენენ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ ჰკითხა, თუ ვინ დაწერა "დიდოსტატის მარჯვენა".

აღნიშნული კითხვა გოცირიძემ ხდომაზე შალვა თადუმაძის ფრაზებიდან წაიკითხა, რომელიც ბროშურადაა გამოცემული.

"ახლა ვციტირებ თქვენს ფრთოსან სიტყვებს: „როგორც ყველა ქართველს, მეც მეზიზღება ის ჯალათი, რომელმაც პირველი საკათედრო ტაძრის აღმშენებელს მარჯვენა მოკვეთა. მსგავსი რამ ახლა არ უნდა განმეორდეს“. დიდოსტატის მარჯვენა ვინ დაწერა?" - მიმართა გოცირიძემ თადუმაძეს.

აღნიშნულ კითხვაზე შალვა თადუმაძემ უპასუხა, რომ "არ ვიცი".

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია