შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

14-16 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 თებერვალი 2020

14 თებერვალს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. საღამოსთვის ნალექი შეწყდება, ღამის საათებში ქვეყნის მასშტაბით შენარჩუნდება ძლიერი ყინვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-16 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +7, +12, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +3, +8 გრადუსი იქნება.

„17 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 14-16 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დღეს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ღამით ტემპერატურა -2, -4, ხოლო დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

17 თებერვალს თბილისში დღისით შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი და ნისლი აღინიშნოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია