შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხელისუფლება დაბრმავდა და დაყრუვდა“- თამარ ზურაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 თებერვალი 2020

„პოლიტიკური დევნა დაიწყო და ცალსახაა, რომ დაჭერების სერია გაგრძელდება. ხელისუფლება დაყრუვდა, დაბრმავდა და საბოლოოდ ხელი მოაწერა დიქტატურის დამყარებას. აქ არ არის საუბარი მხოლოდ უგულავაზე ან მხოლოდ მელიაზე ან ნებისმიერ სხვა ლიდერზე. ეს არის ხელისუფლების მხრიდან პასუხი საზოგადოებას - მე ვამყარებ დიქტატურას და არ მაინტერესებს, სხვა არავისი აზრი“. - აცხადებს „ერთიანი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი თამარ ზურაშვილი, რომელიც პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელ კომისიაში მონაწილეობს.

თამარ ზურაშვილის განმარტებით, კომისიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ გიგი უგულავას მიმართ განხორციელებულია პოლიტიკური ნიშნით დევნა.

,,გიგი უგულავას დაკავების საქმესთან დაკავშირებით ისმის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. ის, რომ ხელისუფლებაში 2012 წელს მოსულმა ძალამ მხოლოდ 2020 წელს დააკავა პოლიტიკური ოპონენტი და ის დააკავა სწორედ მაშინ, როდესაც ხელისუფლებასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის არჩევნების საკითხთან დაკავშირებული დიალოგი გადამწყვეტ ფაზაში იყო შესული. ის გარემოება, რომ უზენაესმა სასამართლომ საქმე განიხილა ვადების დარღვევით და, ამავე დროს, მრავალ ტომიანი საქმე განიხილა სულ რაღაც ორიოდე თვის წინ დანიშნულმა მოსამართლე თადუმაძემ, რომელიც მანამდე იყო ამ საქმეში სახელმწიფო ბრალმდებელი და კიდევ არაერთი გარემოება, ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება არ არის პოლიტიკური გავლენებისაგან თავისუფალი. სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება დემოკრატიულ სახელმწიფოში დაუშვებელია და ეს, უპირველეს ყოვლისა, აზიანებს ქვეყანას და, სამწუხაროდ, ეს არ ესმის ხელისუფლებას ან არ უნდა გაგება“. - აცხადებს თამარ ზურაშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია