შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

წლების წვალებით ნაშენები ქვეყნის რეპუტაცია ჩამოშალეს — თამარ ჩუგოშვილი მმართველ გუნდზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 თებერვალი 2020

პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი და დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი ევროკავშირთან ასოცირების კომიტეტის სხდომაზე რეზოლუციის ჩავარდნას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ასოცირების შეთანმხმებას საფრთხეს არ უქმნის. თუმცა, მისი თქმით, ეს იმ "მძიმე განწყობებს" აჩენს, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით დასავლურ სტრუქტურებში არსებობს.

"იმდენად ვამწვავებთ ჩვენ მათთან ურთიერთობას და იმდენად გავიფუჭეთ წლების ნაშენები, წლების წვალებით, არ ვიცი... უდიდესი ძალისხმევით და ენერგიით ნაშენები ქვეყნის რეპუტაცია ისე ჩამოშალეს, რომ ახლა უკვე გასაკვირი და გამორიცხული, სამწუხაროდ, არაფერი არ არის", — განაცხადა ჩუგოშვილმა.

13 თებერვალს ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთობლივი რეზოლუცია ჩავარდა. საბოლოო ვერსიის მხარდასაჭერად ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა იყო საჭირო.

რეზოლუციის შესწორებები მოამზადეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა, ოპოზიციამ და, ასევე, ევროპარლამენტარების ნაწილმა. ქართულმა ოცნებამ სწორედ ოპოზიციის შესწორებებს არ დაუჭირა მხარი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია