შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დასავლელმა პარტნიორებმა გვითხრეს, ოპზიცია ცუდი და სუსტი გყავთ, მაგრამ უნდა შეინარჩუნოთ"- კობახიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 თებერვალი 2020

"დასავლელმა პარტნიორებმა გვითხრეს, ოპზიცია ცუდი და სუსტი გყავთ, მაგრამ უნდა შეინარჩუნოთ"- განაცხადა  პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში.

"არის გარკვეული ლოგიკა, რომელიც იკვეთება ჩვენი მეგობრების, ევროპარლამენტარების, კონგრესმენების საუბრებიდან. ლოგიკა შემდეგია - ისინი ხედავენ, რომ ხელისუფლება დღეს არის ძლიერი. ამ სიძლიერეში ხალხის მხარდაჭერა იგულისხმება.  

ისინი ასევე ხედავენ, რომ ოპოზიცია უკიდურესად სუსტია ამ ვითარებაში. იციან ნაცმოძრაობის წარსულის შესახებ. შესაბამისად მათი პოზიცია არის ასეთი, რაც ერთი შეხედვით შეიძლება ცოტა მძიმე მოსასმენი იყოს: კი ბატონო, არის ცუდი და სუსტი ოპოზიცია და აქედან გამომდინარე, ეს სუსტი ოპოზიცია უნდა შეინარჩუნოთ. 

გვეუბნებიან, რომ კი, არის ცუდი ოპოზიცია, მძიმე წარსულით, მძიმე რეპუტაციით, მაგრამ უნდა იყოს ასეთი ოპოზიცია, რადგან მათ იციან, რომ ვერ შექმნიან ახალ ოპოზიციას საქართველოში, ჩვენც იცით, რომ ხელოვნურად არ ვერევით ოპოზიციის შექმნის პროცესში. ამიტომ ეს არის მათი ერთგვარი დამოკიდებულება და მოწოდება, რომ კი, ცუდია ეს ოპოზიცია, ცუდია „ნაციონალური მოძრაობა“, ძალიან მძიმე რეპუტაცია აქვს, მაგრამ იქნებ გაუფრთხილდეთ, ეს სუსტი ოპოზიცია იქნებ რაღაცნაირად საკუთარი მხრებით ათრიოთ"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია