შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა მეუფე პეტრეს პასუხობს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 08 იანვარი 2019

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ გუშინ გაასაჯაროვა წერილი, რომელიც მან წმინდა სინოდს გასული წლის გაზაფხულზე მისწერა და რომელზეც, მისი თქმით, რეაგირება არ მომხდარა.

როგორც წერილში მეუფე აცხადებს, მას სურვილი ჰქონდა, შესწავლილი ყოფილიყო სხვადასხვა ცილისმწამებლური განცხადება სასულიერო პირებისგან და ასევე, საპატრიარქოს იურისტის მხრიდან, რომელმაც მეუფეს თქმით, იგი პატრიარქის მოკვდინებაში დაადანაშაულა.

მეუფე პეტრეს წერილს საპატრიარქოს ადვოკატი ედიშერ ქარჩავა ეხმაურება:

„ვიცი, რომ ჩემზე საუბრობს, მაგრამ ახლა შეგნებულად ხელმეორედ ამ თემის წამოწევა, მაშინ როდესაც უკვე გაირკვა და არის შესწავლილი და გადაწყვეტილება მიღებული... სინოდზე რატომ არ იქნა მიღებული და რატომ არ იქნა განხილული და რატომ არ იქნა ჩათვლილი საფუძვლიანად მისი ეს საკითხი, ეს არის სინოდის გადასაწყვეტი.

ამიტომ სხვა ვერავინ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას და ვერავინ ვერ იმსჯელებს ამ საკითხზე. მე ერთი რამით შემიძლია შემოვიფარგლო, ყველამ თავისი თავის ლუსტრაცია საბოლოოდ მოახდინა, ამიტომ ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ,“-ამბობს საპატრიარქოს ადვოკატი ედიშერ ქარჩავა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა