საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ზურაბიშვილი თამაშობს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 12 იანვარი 2019

პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილის პირველ პრესკონფერენციას ნეგატიურად აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი და ამბობს, რომ „სალომე ზურაბიშვილი უფრო ფრანგ პენსიონერად გრძნობს თავს, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტად".

მეტიც, ხუხაშვილის შეფასებით, ზურაბიშვილი "თaმაშობს".

„ამბობს, რომ არანაირი სახელმწიფოებრივი თემები მას არ ეხება, მაგრამ იქ, სადაც თვლის, რომ მას შეეხნენ, იქ მზად არის, რომ შემზღუდველი ღონისძიებების გატარებაში მიიღოს მონაწილეობა. პრიორიტეტები მისი არის უფრო პირადი. ის არ იღებს პასუხისმგებლობას ამ ქვეყანაზე, შემოსავალსაც არ აიღებს, უფრო ფრანგ პენსიონერად გრძნობს თავს, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტად. მან, ერთი მხრივ, ხელები დაიბანა, მაგრამ თქვა, რომ სათამაშოდ მას რაღაც საკითხები სჭირდება და ამ საკითებით ითამაშებს. ითამაშებს სიტყვის თავისუფლების თემით, ითამაშებს იმით, რომ თითქოს, ის ხალხის არჩეული პრეზიდენტია. ანუ იპოვა კარგი სათამაშო - პრეზიდენტის კაბინეტი,“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია