შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ირაკლი გრძელიშვილი სერიალ „გრეის ანატომიაში“ ითამაშებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 12 იანვარი 2019

ქართველი მსახიობი, 26 წლის ირაკლი გრძელიშვილი „გრეის ანატომიაში“ ითამაშებს და პოპულარული სერიალის ახალ სეზონში გამოჩნდება. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს თავად მსახიობი სოციალური ქსელის, „ფეისბუქის“ მეშვეობით ავრცელებს.

ABC-ის პოპულარული სამედიცინო დრამის „გრეის ანატომიის“ მე-15 სეზონს ახლა აჩვენებს. სერიალის მე-16 სეზონის გამოსვლა შემოდგომაზე არის დაგეგმილი.

კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო და მას შემედეგ, რუსთაველის სცენაზე თუ სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე მოპოვებული ჯილდოებით გრძელდებოდა. „მარკეტერისთვის“ ორი წლის წინ მიცემულ ინტერვიუში ირაკლი გრძელიშვილი აცხადებს:

„ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 15 წლის ასაკში მივედი თეატრალურ სკოლა-სტუდია „ბერიკებში“, ბატონ გოგი თოდაძესთან და ორი თვის შემდეგ, მთავარი როლი მანდო, მის დადგმულ სპექტაკლში – „ცენტრალური თავდამსხმელი”. მალევე, ამ სპექტაკლში ნათამაშები როლით, „მაჩაბელას“ ფესტივალზე, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ავიღე გრანპრი...

თბილისის თითქმის ყველა აკადემიურ თეატრში მაქვს შესრულებული როლი, უმნიშვნელოვანესი იყო ჩემს ცხოვრებაში გოგი თოდაძის მიერ დადგმული სპექტაკლი „პატარა უფლისწული“, რომელიც 18 წლის ასაკში, პირველ კურსზე, რუსთაველის დიდ სცენაზე შევასრულე, რაც, ამ ასაკში, ძალიან იშვიათად ხდება. ვითამაშე მთავარი როლი, რუსთაველის თეატრის წამყვან მსახიობებთან ერთად, როგიცაა: ლევან ხურცია, ქეთი სვანიძე, ეკა მოლოდინაშვილი და ა.შ. ასევე, გიორგი მაჭარაშვილის სპექტაკლი „მეტამორფოზა“, რომელიც პრაღის საერთაშორისო ფესტივალზე შევასრულეთ და სადაც, სპეციალურად დამატებული ნომინაცია, მამაკაცის საუკთესო როლისთვის მე მერგო. ჩემ წარმატებაში ძალიან დიდი ადგილი უკავიათ იმ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც ვქმნი ნამუშევარს. გარდა ამისა, გიორგი ოვაშვილის ფილმში – „სიმინდის კუნძული“, შევასრულე ეპიზოდური როლი და ეს ფილმი ოსკარის ნომინანტების სიაში მოხვდა, რაც ძალიან სასიხარულოა როგორც ჩემთვის, ასევე, მთელი საქართველოსთვის.“ 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა