შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დამმარხეთ სულ უბრალოდ..."- ამონარიდი ექვთიმე თაყაიშვილის ანდერძიდან

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 12 იანვარი 2019

გთავაზობთ ამონარიდს ექვთიმე თაყაიშვილის ანდერძიდან, რომელიც შედგენილია ლევილში, 1943 წლის 26 დეკემბერს:

"...დამმარხეთ სულ უბრალოდ, არც გვირგვინები, არც სიტყვა, ხოლო ვინაიდან მე ქრისტიანულ წესზე ვარ აღზრდილი, მინდა ქრისტიანულად დავიმარხო მღვდლის დასწრებით. ნინოს და ჩემი სასაფლაო სამუდამოდ ნაყიდია. ქაღალდი ამ ანდერძთან ინახება. ეხლანდელი ნინოს ძეგლი შეგიძლიათ ვინმე ჩვენს თანამემამულეს მოახმაროთ, ხოლო ჩვენ გამძლე ქვის ძეგლი დაგვიდგათ წარწერით: ჩონსესსიონ ა პერპეტუიტე და შემდეგ: პროფესორი ექვთიმე თაყაიშვილი (1863 – 19--) და ნინო თაყაიშვილისა (1873 – 1931). სახელები ფრანგულადაც უნდა იყოს. თუ მოხერხდეს და ნება დაგრთონ, ცოტა მოზრდილი დაფნის ნერგები ჩარგით ოთხივე კუთხის ძეგლისა..."

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა