შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„თიბისი ბანკი“-ის სტიპენდიით წელს გურიიდან 5 მოსწავლე დაჯილდოვდა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36184 
 11 თებერვალი 2019

ვინ არიან გურიიდან წელს "თიბისი" ბანკის სტიპენდიანტები? 

„თიბისი ბანკი“ ყოველწლიურად საქართველოს მასშტაბით 200 ნიჭიერ ბავშვს ყოველთვიური სტიპენდიით აჯილდოებს.
ნიჭიერ ბავშვთა სიაში წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლიდან ორი მოსწავლე XI კლასის მოსწავლე თეონა ფუტკარაძე და IX კლასისი მოსწავლე ზაურ პატარაია შევიდა.

ასევე მათთან ერთად პირველი საჯარო სკოლის X პირველი კლასის მოსწავლე ცოტნე კვიტაიშვილი და სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის X კლასისი მოსწავლე გიორგი გოგიჩაიშვილიც მოხვდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან კი სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის XII კლასისი მოსწავლე მარი გარაყანიძე სრულიად დამსახურებულად შევიდა.
ვულოცავთ ამ უნიჭიერეს ახალგაზრდებს ამ აღიარებას-წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე პედაგოგი, ლადო აფხაზავა. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია