შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალგაზრდა ბიჭი მესამედ მივიდა მამაოსთან-მეცეკვეო...ნამდვილი ამბავი

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36186 
 11 თებერვალი 2019
"ვანოს შოუში" ლევან ხაბეიშვილმა გურიაში მომხდარი რამდენიმე ნამდვილი ამბავი გაიხსენა:

 მოკლედ, ნამდვილი ამბავია. გურიაში ხომ ვარ ბოლო დროს ხშირად, ჩოხატაურში, ჰოდა, ფაროსანას წამლობა ხომ ხდება იქ? ნისლივით რომ უშვებენ. მოიწონეს  მოკლედ თავი და დააყენეს ეს მანქანები, პიკაპები, რომლითაც წამლობა ხდება და დადიან და აცხადებენ-ღამით 11 საათზე ვიწყებთ მძინარე ფაროსანასთან ბრძოლასო. 

ამ წამალს ნავთს ურევენ მოკლედ და  გაგიჟდნენ გურულები, კომენტარები იყო ძაან მაგარი, ერთი უძახის, წაით ბიძია მაგი გამგეობაში შეაფუტეო. 

ერთი კაცი მომიბრუნდა და მეუბნება, "შენ აქ გამოჩნდი, მას მერე  ნავთი უკვე მოგვასხა მთავრობამ და წაი თუ კაცი ხარ სანამ ანთებულ ასანთსაც გადმოგვიგდებენო"

ერთი ნამდვილი ამბავი კიდე-მოკლედ, გურიაში სუფრასთან დათვრა ახალგაზრდა ბიჭი, მივიდა  მამაოსთან-ეუბნება მეცეკვეო. ეცეკვა მამაო. მეორედ კიდე ადგა, მივიდა-მეცეკვეო. ეცეკვა მამაო. მერე მესამედ მივიდა და მოუბრუნდა მღვდელი და ეუბნება-შენ ბიძინა აი შავი ანაფორა რომ მაცვია ქვრივი ხომ არ გგონივარო? 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია