შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბახმაროში დასასვენებლად ჩასულმა 6 მოზარდმა თეატრის შენობის კედლები და ინვერტარი დააზიანა - შსს ინფორმაციას ავრცელებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40525 
 12 აგვისტო 2019

გურიის პოლიციამ კურორტ ბახმაროს თეატრის შენობის შიდა კედლებისა და ინვენტარის დაზიანების ფაქტზე 6 არასრულწლოვანი ამხილა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე 6 არასრულწლოვანი ამხილეს. სამართალდამცველთა მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ​მხილებული არიან თბილისიდან, ბათუმიდან, გურიისა და აჭარის რეგიონების სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან კურორტ ბახმაროში დასასვენებლად ჩასული მოზარდები: 2003 წელს დაბადებული გ.ვ., 2005 წელს დაბადებული ა.ქ., 2004 წელს დაბადებული რ.დ., 2005 წელს დაბადებული მ.ხ. 2005 წელს დაბადებული ა.კ. და 2004 წელს დაბადებული ს.ჩ. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულმა არასრულწლოვნებმა, სხვა მოზარდებთან ერთად, უკანონოდ შეაღწიეს ბახმაროს თეატრის შენობაში, სადაც დარბაზის შიდა კედლები და რამდენიმე სავარძელი დააზიანეს. მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენის მიზნით, დანიშნულია სასაქონლო ექსპერტიზა.

ყველა მხილებული არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

გამოძიება გრძელდება ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით. სამართალდამცველები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და მხილების მიზნით ინტენსიურ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს ატარებენ. ასევე, მიმდინარეობს მოწმეებისა და თვითმხილველების გამოკითხვა" - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა