შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთელ ირაკლი ტუღუშს, 25-ე შავი ქამარი - IV დანი , კიოკუშინკაი კარატეში მიანიჭეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40530 
 12 აგვისტო 2019

25 -ე შავი ქამარი და IV დანი ირაკლი ტუღუშს!

6 - 8 აგვისტოს ირანში, ქ. მაზანდაში კიოკუშინკაი კარატეში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა.

მსოფლიო ტუნნირზზე საპატიო სტუმრად საქართველოდან მხოლოდ ერთი სპორტსმენი, 24 შავი ქამრის მფლობელი, ო ზურგეთელი ირაკლი ტუღუში იყო მიწვეული.

ირაკლი ტუღუში ტურნირზე მისი დამსახურების, გამოცდილებისა და ტიტულების გამო დაპატიჟეს.

ოზურგეთელ კარატისტს, ირაკლი ტუღუშს აღნიშნულ სპორტულ ღონისძიებაზე კოლეგებმა რიგით 25-ე შავი ქამარი - IV დანი , კიოკუშინკაი კარატეში მიანიჭეს.

საერთო ჯამში ჩემპიონატში 10 ქვეყანა ირებდა მონაწილეობას.

საერთაშორისო ტურნირს მსოლიო ფედერაციის პრეზიდენტი , იპონელი - საკა მოტო ესწრებოდა.

განსაკუთრებული სითბოთი და პატივით მიიღეს ირანში ქართველი სტუმარი და სპორტსმენი, ირაკლი ტუღუში.

ქართველი სპორტსმენის მიმართ მხარდაჭერა და სიყვარული განსაკუთრებით იაპონელმა კოლეგებმა გამოხატეს, რომლებიც ირაკლის მიერ ჩატანილი სუვენირებით - საქართველოს დროშებით დადიოდნენ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია