შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

იოტისოდენადაც არ მჯერა, რომ ხელისუფლებას პატრიარქის გადაყენება უნდა- თალაკვაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=42167 
 28 ოქტომბერი 2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებს გამოეხმაურა.
პარლამენტს თავმჯდომარის თქმით, მისთვის გაუგებარია ტერმინი პატრიარქის გადაყენება.

"თუ ვინმეს არ მოსწონს რას ამბობს ერთი მოძღვარი, ყოველთვის შეუძლია, რომ მივიდეს სხვა მოძღვართან. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ქვეყანა და კულტურული საზოგადოება. ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა კანონმდებლობით დარეგულირებულია. მართლმადიდებლურ, ქრისტიანულ ეკლესიას ძალიან დიდი როლი აქვს და ძალიან დიდი მისია აქვს ისტორიულად ჩვენი ქვეყნის სიმტკიცის, მთლიანობის და განვითარების პროცესში. ეს როლი ვერ დაკნინდება ვერც დღეს და ეს როლი იქნება მნიშვნელოვანი ხვალაც. თქვენ გჯერათ, რომ ხელისუფლებას უნდოდა პატრიარქის გადაყენება? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ მე იოტისოდენადაც არ მჯერა, რომ ხელისუფლებას უნდა პატრიარქის გადაყენება და საერთოდ პატრიარქის გადაყენება, როგორც ტერმინი, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ამას არანაირი საფუძველი არ შეიძლე ჰქონდეს", - განაცხადა თალაკვაძემ.

 

მეუფე იაკობის თქმით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია