შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩუგოშვილის აზრით, ქართული ოცნების გარდა უმრავლესობით ვერავინ მოვა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=42168 
 28 ოქტომბერი 2019

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის აზრით, ქართული ოცნების გარდა არჩევნებში უმრავლესობის მიღების შანსი სხვა პოლიტიკურ პარტიას არ აქვს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნება არის ერთადერთი ძალა, რომელსაც აქვს შანსი, 2020 წლის არჩევნებში უმრავლესობა მიიღოს და მთავრობა დააკომპლექტოს.

"მე არ მგონია, რომ არსებობს რომელიმე სხვა პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამის შანსი აქვს. ჩვენი ამოცანა იქნება, რომ 50 პროცენტზე მეტი ავიღოთ და კოალიციის საჭიროება არ დადგეს", — თქვა ჩუგოშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია