შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ღამის „რაზბორკები“ და მუქარა ივანიშვილის სახელით - ზეწოლა ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 ივლისი 2019

ღამის „რაზბორკები“, ყვირილი, მუქარა და დედის გინება ივანიშვილის სახელით - გვალენიანი წყარო „ნიუპოსტს“ უყვება, რომ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზის ბიუროს უფროსს გიორგი თვაურს ემუქრებიან.

მუქარის ავტორი კი წყაროს ინფორმაციით, ყოფილი პრემიერისა და ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის, ირაკლი ღარიბაშვილის ახლო ნათესავი, ზვიად ჯანყარაშვილია.

გავლენიანი წყარო ირწმუნება, რომ ივანიშვილი შს მინისტრს, გახარიას ბოლომდე არ ენდობა და გაბრაზებასაც არ მალავს, ამიტომ ოლიგარქის კარზე ირაკლი ღარიბაშვილი დაწინაურდა და სწორედ მას დაევალა სამხარაულიდან ივანიშვილისთვის სასურველი დასკვნის გამოტანა.

თავის მხრივ ღარიბაშვილმა პრობლემის მოგვარება ნათესავს დაავალა და ჯანყარაშვილს ბიძინა ივანიშვილის სახელით მოქმედების უფლებაც მისცა. კონფიდენციალური წყაროს თქმითვე, მწვანეშუქანთებულმა ჯანყარაშვილმა გიორგი თვაურს პირდაპირი მნიშვნელობით დედა აგინა.

„ტ.აკს ინახავ, რომ ნაცები მოვლენ და დამიჭერენ?! უყვიროდა ჯანყარაშვილი თვაურს. ხმაურიანი საუბრის შემდეგ, უწყებაში უშიშროების სამსახურის თანამშრომლებიც შენიშნეს. აიძულებენ გიორგი თვაურს, რომ დასკვნა გააყალბოს და დაწეროს, რომ ირაკლი ოარუაშვილის მიერ წარდგენილ დოკუმენტში ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არ არის და ის გაყალბებულია. არადა, ხალვაშის მიერ ბიუროში ხელმოწერის ნიმუშის დატოვებიდან მალევე გაირკვა, რომ ხელმოწერა ავთენტურია, შესაბამისად დასტურდება, რომ რუსთავი 2 ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის“- გვეუბნება სანდო წყარო.

მისივე ინფორმაციით, ზეწოლის ქვეშ მყოფი გიორგი თვაური თადარიგს იჭერს და შიდა წრეებში ამბობს, რომ დოკუმენტის გაყალბების შემთხვევაში მას ადსრე თუ გვიან ციხეში ჩაჯდომა მოუწევს, პოლიტიკური დავალების არშესრულების შემთხვევაში კი შეიძლება მდგომარეობა ფატალურადაც კი დასრულდეს.

როგორც ამბობენ თვაურს ჯანყარაშვილთან გარკვეული ვალდებულებები აქვს, რადგან ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელად დანიშვნამდე ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრობისას თვაური გენერალურ ინსპექციის მოადგილედ სწორედ ჯანყარაშვილის პატრონაჟით დაინიშნა.

შეგახსენებთ, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, არის თუ არა ირაკლი ოარუაშვილის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა.

ირაკლი ოქრუაშვილი ირწმუნება, რომ დოკუმენტის ავთენტუროპბას სამი გავლენიანი უცხოელი ექსპერტი ადასტურებს. დოკუმენტში კი რომელიც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ინახება, ის და ქიბარ ხალვაში ხელმოწერით ადასტურებენ, რომ "რუსთავი 2" ნამდვილად ირაკლი ოქრუაშვილის საკუთრებაა, ხოლო ქიბარ ხალვაში მისი ნომინალური წარმომადგენელი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია