შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 სექტემბერი 2019
ლევან ბერძენიშვილის ლექცია, ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში, 29 სექტემბერს 12:00 საათზე გაიმართება.ზრდასრულთა ცენტრის ინფორმაციით, საჯარო ლექციაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ მსურველებმა წინასწარი ჩაწერით უნდა გაიარონ რეგისტრაცია „ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის“ ოფიციალური გვერდის საშუალებით.ლევან ბერძენიშვილი 1953 წლის 23 ოქტომბერს ბათუმში დაიბადა. იგი პროფესიით ფილოლოგი და პოლიტიკოსია. ამჟამად „ილიას სახელობის უნივერსიტეტის“ სრული პროფესორი, „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ პროფესორი და „კავკასიის უნივერსიტეტის“ ასოცირებული პროფესორია.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია