შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე - სინოდმა თავისი თქვა - მომეცით უფლება, დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ნოემბერი 2019

მომეცით უფლება, დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საკითხი ქვეყნის მოსახლეობისთვის სენსიტიურია.

„მამალაძის შეწყალების საკითხზე უკვე ვთქვი, რომ აქ არის ძალიან სენსიტიური საკითხი მთელ საქართველოს საზოგადოებისთვის, ყველას აქვს თავისი წარმოდგენა -უნდა შევიწყალო, თუ არ უნდა შევიწყალო. სინოდმა თავისი თქვა, მე მომეცით უფლება, რომ ჩემთვის და იმ წესებთან თანხმობაში, რაც იქნება ახლა, ამ დღეებში მიღებული, დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება. არ არის მიღებული გადაწყვეტილება, როცა იქნება დამერწმუნეთ, თქვენც გეტყვით და საზოგადოებასაც მოვახსენებ“,-განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, წმინდა სინოდმა ბოლოს გამართულ სხდომაზე რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის იყო დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე პრეზიდენტთან შუამდგომლობა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ განახლებული არ არის.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია