შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზურაბიშვილი: “ოცნებას” სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივება უნდა და ხელისუფლების ხალხი დაგვიპირისპირა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 დეკემბერი 2019

“არა, ეს სამოქალაქო დაპირისპირება კი არ არის ეს, არამედ ესენი არიან საჯარო მოხელეები, რომლებიც არიან ხელისუფლების კმაყოფაზე. კრიმინალური თუ ნახევრად კრიმინალური ელემენტები, მოჩხუბარი, კუნთმაგარი ხალხი”, – ამის შესახებ “აიპრესს” “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზურაბიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რომ გაღვივდეს სამოქალაქო დაპირისპირება. მაგრამ ისინი, ვინც ოპოზიციას და აქციის მონაწილეებს უპირისპირდებიან, ესენი არიან ხელისუფლების ხალხი.

„არა, ეს სამოქალაქო დაპირისპირება კი არ არის ეს, არამედ ესენი არიან საჯარო მოხელეები, რომლებიც არიან ხელისუფლების კმაყოფაზე. კრიმინალური თუ ნახევრად კრიმინალური ელემენტები, მოჩხუბარი, კუნთმაგარი ხალხი, რომლებიც ხელისუფლებას გამოჰყავს ოპოზიციის წინააღმდეგ. ხელისუფლება ცდილობს, რომ გაღვივდეს სამოქალაქო დაპირისპირება. მაგრამ ისინი, ვინც ოპოზიციას და აქციის მონაწილეებს უპირისპირდებიან, ესენი არიან ხელისუფლების ხალხი. ესენი არინ საჯარო მოხელეები, სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლები. ესენი არ არიან მოქალაქეები, რომლებიც გამოვლენ და რაღაცას გააპროტესტებენ. თან ძალადობენ.

ცნობილია მათი სახელები, გვარები. ვერსად დაიმალებიან. გადაიღებ ფოტოს, მერე დაგუგლავ და ნახავ სად მუშაობს. მუშაობს მერიაში, მერიის აიპ-ში, ან სსიპ-ში ან ბიუჯეტის კმაყოფაზე მყოფ დაწესებულებაში. უკლებლივ ყველა ეგეთია. შეიძლება ოპოზიცია არ მოგწონდეს, მაგრამ რიგითი მოქალაქეები ცოცხების და ყავარჯნების სროლას არ დაიწყებს”, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია