შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" მიხეილ სააკაშვილი უკრაინას დააზიანებს"- გია ვოლსკი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 მაისი 2019

“ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილი ავანტიურისტია. იგი მნიშვნელოვნად დაუპირისპირდა დასავლეთის ინტერესებს, როცა საქართველოს პრეზიდენტი იყო, მათ შორის, 2008 წლის ომის წინა პერიოდში, მან ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციების იგნორირება მოახდინა და ამასთანავე, არის ადამიანი, რომელიც ყველა ნაბიჯზე იტყუება ყველა საკითხთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ უკრაინისათვის მისი ჩართვა გარკვეულ საქმიანობაში არ იქნება სწორი და იქნება დამაზიანებელი”.

​ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებისა და მისი ამ ქვეყანაში დაბრუნების შეფასებისას განუცხადა.

გია ვოლსკი თავს იკავებს შეაფასოს უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოს ექსპრეზიდენტისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების შესახებ, რადგან მიიჩნევს, რომ საქართველოს და უკრაინას ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი და ამ ქვეყნების მოკავშირეობა უფრო პრიორიტეტულია.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, იმოქმედებს თუ არა სააკაშვილის ფაქტორი ორი ქვეყნის ურთიერთობაზე და შეექმნება თუ არა ბარიერი საქართველოს ხელისუფლებას, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ როდესაც სასწორზე იდება ორი საკითხი, საქართველო-უკრაინის ურთიერთობები გაცილებით მნიშვნელოვანია

“გულდასაწყვეტია, მაგრამ როდესაც სასწორზე დებ ორ საკითხს, ვფიქრობ, გლობალური მასშტაბით საქართველო-უკრაინის ურთიერთობები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და მასშტაბურია, ვიდრე ის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სააკაშვილის მიმართ”-თქვა გია ვოლსკიმ.

როგორც ცნობილია, უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ჩამორთმეული მოქალაქეობა დაუბრუნა საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დღეს ჩავა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია