შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"რაც კუხიანიძემ თქვა, მაგის ლოგიკის საფუძველი "ოცნების" წინასაარჩევნო დოქტრინაში ეძებეთ"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 დეკემბერი 2019

"არადა, სრულიად გულწრფელია ის კაცი.
რამდენი ფიქრობს, რომ არა გამსახურდია და კოსტავას ხუშტურები, სსრკ დაიშლებოდა ნაზად და ნარნარად და ჩვენც მშვიდად გაგვიშვებდნენ. ვიხტუნავეთ უშნოდ და რუსებმა გვაზღვევინეს.
2008 წელს იმდენი ვუჩხიკინეთ რუსებს, იმდენი ვიტრაბახეთ ჩვენი არმიით, რომ მოვიდნენ და დედა გვიტირეს; არადა გვქონდა ერგნეთი, ძმობა, გაგება და მეგობრობა...
ჰოდა, რა გიკვირთ?
ამხელა საბჭოთა რუსეთს დაპყრობილი ვყავდით და რა აჯანყებას ჩალიჩობდნენ ეს ქაქუცა და სხვა ქარაქუცები, იმდენი ხალხი შეიწირეს და მერე გაშპნენ საზღვარგარეთ. ვყოფილიყავით წყნარად; დაიშლებოდა ბოლოსდაბოლოს ეგ სსრკ-ც.
იგივე ოპერიდანაა, ვერ ხვდებით?
ეგ კუხიანიძე იმას ლაპარაკობს, რასაც საქართველოს 75 /% თავისი მთავრობიან-ეკლესიიანად.
უბრალოდ, იმდენად შტერია, რომ თავი პრეზიდენტი ეგონა, ან რომელიმე მინისტრი, ან დეპუტატი, ან ეპისკოპოსი; იმათ მიბაძა.
იუპიტერს რაც ეპატიება, იმას ხარს და სხვა მსხვილფეხა თუ წვრილფეხა საქონელს რომ არ აპატიებენ, არ იცოდა.
რამდენჯერ მოგისმენიათ კამათისას, - რა ადვილად ლაპარაკობ ომზე და წინააღმდეგობის გაწევაზე, შენ რა გენაღვლება, შენი შვილი კი არ წავა საომრად- ; ყველა პოტენციური ერეკლე კუხიანიძეა ეგენი.
წაბაძვით მოუვიდა იმ გაჭივრებულს. პრეზიდენტი ვინ არის, გავიხსენოთ და საერთოდ, კოალიცია "ოცნების" წინასაარჩევნო დოქტრინას გადახედეთ, რაც კუხიანიძემ თქვა, მაგის ლოგიკის საფუძველი იქ ეძებეთ"

ზურაბ გურული; ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი; პროფესორი;

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია