შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის მიზნით საქართველოს მოქალაქის დახმარება დასჯადი ხდება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36792 
 08 მარტი 2019

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის მიზნით საქართველოს მოქალაქის დახმარება დასჯადი ხდება. სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები პარლამენტში უკვე წარდგენილია.

როგორც უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა On.ge-ს განუცხადა, სასჯელი 2-დან 4 წლამდე პატიმრობას გაითვალისწინებს. ჯგუფის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენაზე კი, 6-წლიანი პატიმრობა იქნება გათვალისწინებული.

მისივე განმარტებით, არის შემთხვევები, როცა ადამიანები სარგებლის მიღების მიზნით ცდილობენ, სხვა ადამიანების გულუბრყვილობით ისარგებლონ და დაპირდნენ, რომ უცხოეთში დაასაქმებენ ან იქ დამკვიდრებაში ხელს შეუწყობენ. ცქიტიშვილის თქმით, საბოლოოდ ეს ხალხი მოტყუებული რჩება.

"ამიტომ, ეს რომ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთოს, სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციის მინიჭება გვინდა იმისთვის, რომ შევამციროთ ასეთი ხელოვნური პროცესები... ჯგუფების იქ ჩაყვანის ლეგალური გზები არ არსებობს, რასაც ისინი აკეთებენ. ეს რომ არ მოხდეს და ხალხი მოტყუებული არ დარჩეს, ამიტომ ხდება სისხლის სამართლის დანაშაული", — ამბობს ცქიტიშვილი.

ცვლილებების პროექტი პარლამენტში, ბიუროს უახლოეს სხდომაზე დარეგისტრირდება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია