შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქურდობა დაბა ნასაკირალში- მოპარულია ციტრუსის ნერგები

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36810 
 08 მარტი 2019

დაბა ნასაკირალში ციტრუსისა და მოცვის ნერგებს იპარავენ. როგორს დაბის დეპუტატი, ბესო ქათამაძე ამბობს, აქამდე საქონლის ქურდობა იყო გახშირებული, ახლა კი ნერგავებზე გადავიდნენ და დღეს უკვე მეოთხე  შემთხვევაა, როცა მომხდარის გამო ადგილზე პოლიციას იძახებენ: 

"მძიმე სოციალურმა ფონმა, კრიმინალური ფაქტების მომრავლება გამოიწვია, მესამე თუ მეოთხე შემთხვევაა, როცა ციტრუსის ნერგების ქურდობა დაიწყეს. აქამდე მსხვილფეხა პირუტყვს იტაცებდნენ და გადაჰყავდათ მეზობელ რაიონებში გასაყიდად. მას შემდეგ, რაც საქონელი აღარ დარჩა მოსაპარი, ღამით შემოდიან ციტრუსის ბაღებში, მოცვის პლანტაციებში და იპარავენ ნერგებს. ასეთ მძიმე სოციალურ ფონს მიჰყავს ადამიანები ამ მდგომარეობამდე. შესაძლოა, ამ ნერგების ფასი მიზერულიც კი იყოს, მაგრამ, ორი კაპიკის შოვნის გამოც მიყავს ადამიანი ამ მდგომარეობამდე გაჭირვებას. ქალაქებში ბანკებს ძარცვავენ, სოფლებში პირუტყვს და ნერგებს იპარავენ. კრიმინალს არც წერილი შველის და არც სიხარული, ბატონო გახარია. კრიმინალი მძიმე მდგომარეობაშია. ვიღაც გამოდის და იძახის "9 წელი". ამაზე კი არა, იმაზე ილაპარაკეთ, რომ ქვეყანას განვითარება და დაცვა უნდა."-ამის შესახებ ფეისბუკ LIVE-თი რამდენიმე წუთის წინ დეპუტატმა, ბესო ქათამაძემ ისაუბრა. ჩართვაში ჩანს, დაბა ნასაკირალის ცენტრში კრიმინალური პოლიციის მანქანები. დეპუტატის განმარტებით, ისინი ადგილზე ერთ-ერთმა ოჯახმა გამოიძახა, რომლის ციტრუსის ბაღიდანაც ნერგები გაიტანეს. 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია