შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვანიშვილი უნდა წავიდეს, უნდა მოვიდეს კოალიციური მთავრობა "- ჩარკვიანი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36829 
 10 მარტი 2019

10 მარტს გაიმართა პოლიტიკური ორგანიზაციის "კანონი და სამართლი" დამფუძნებელი ყრილობა. ახალი ორგანიზაცია პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანის ინიციატივით დაფუძნდა.

 

პარტიაში ასევე, იქნებიან ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, ირაკლი ღლონტი, ქეთევან ენუქიძე, გიორგი ცობეხია, ვატო გელაშვილი და სხვები.

როგორც თაკო ჩარკვიანმა „ნიუპოსტს“ განცხადა, „კანონი და სამართალი“ მემარვჯვენე-ცენტრისტული პარტიაა და გაერთიანებულ ოპოზიციასთან ითანამშრომლებს.

 

ყრილობაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე გამოსვლისას თაკო ჩარკვიანმა იმ ღრმა კრიზისზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანაშია და რამაც აიძულა პარტია შეექმნა. თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციიის გაერთიანებამ აჩვენა, რომ შესაძლებელია გამარჯვება და სწორედ მაშინ დაიგეგმა პარტიის შექმნა.

მისი განცხადებით, საქართველო რუსული კორუფციული მეთოდით იმართება და ეს უნდა დასრულდეს.

„ამ კრიზისიდან ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ვიღაცამ ჩემი ქვეყანა "მოთაგა," დაიბევა. რამდენადაც შესაძლებელი იყო ჩავიხედეთ და ამოვიღეთ მასალები. მიწებია გაყიდული ისე რომ მწირი ინვესტიციაც კი არ არის განხორციელებული. საქართველოს წინააღმდეგ აბსოლუტურად მიზანმიმართული საბოტაჟური გეგმა მოქმედებს ესა რის რუსული კორუფციული მართვის სტილი. 2012 წელს შემგვეპარა რუსული კორუფციული მართვის სტილის ვასალი, რომელიც ახლა მიზის შუშის სასახლეში და ჩემი სამშობლო უნდა რომ მოთაგოს, დაიბევოს, იყიდოს და ჩვენ ვუყურებთ ახალგაზრდები როგორ გვრჩებიან უქონელები, უმუშევრები,“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანმა სიტყვით გამოსვლისას მწვავედ გააკრიტიკა ხელისუფლება. მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც მოსახლეობა შიმშილობს, ხელისუფების მაღალჩინოსნები ფუფუნებაში ცხოვრობენ. თაკო ჩარკვიანის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ვერ მოახერხა ქვეყანა წინ წაეყვანა.

„ესენი ბედავენ 150 ათასი ბავშვი შიმშილობდეს და ჯიპებით გრიალებდეს ხელისუფლება. ჭკუა და გონება ადამიანს იმიტომ აქვს, რომ ღირსეულად წავიდეს. ბატონი ივანიშვილი უნდა წავიდეს. უნდა მოვიდეს კოალიციური მთავრობა. ჩვენ უკვე დავიწყეთ კოსულტაციები გაერთიანებულ ოპოზიციასთან,“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ყრილობას მალხაზ მაჩალიკაშვილი და სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა