შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფრენბურთში რეგიონის პირველობა ახალქალაქის და ასპინძის გუნდებმა მოიპოვეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21699 
 10 მარტი 2019
რეგიონის პირველობისთვის სამცხე-ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტის გამარჯვებული გუნდები დაუპირისპირდნენ. თამაშები დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. პირველი ადგილი გოგონებში ასპინძის მუნიციპალიტეტის,სოფელ ჭობარეთის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, მეორეზე ბორჯომის მესამე საჯარო სკოლა გავიდა. რაც შეეხება ბიჭებს, აქ პირველ ადგილზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, მეორე ადგილი კი ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ უდის მეორე საჯარო სკოლის გუნდს ხვდა წილად. მონაწილე გუნდები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილზე გასული გუნდები ზონალურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას.ზონალური თამაშები თბილისში, ან გორში გაიმართება, სადაც აღმოსავლეთის და დასავლეთის გამარჯვებული გუნდები შეეჯიბრებიან ერთმანეთს. ფინალური თამაშები კი ზაფხულში,ოზურგეთში ჩატარდება.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება