შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთის სამედიცინო ცენტრიდან პაციენტი გაიპარა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36859 
 11 მარტი 2019

როგორც "გურიის მოამბისთვის" ხდება ცნობილი, iოზურგეთის "მედალფას" სამედიცინო ცენტრიდან პაციენტი გაიპარა. 

შემთხვევა დღეს დილით მოხდა.  კლინიკის მენეჯერი დავით მდინარაძე ინფორმაციას გვიდასტურებს და მომხდარის დეტალებზე გვესაუბრება.

მდინარაძის თქმით, პაციენტს, რომელიც სოფელ გურიანთიდანაა,  2 ათას ლარამდე თანხა დაუგროვდა გადასახდელი, დღეს დილით კი პალატაში შესულ მედდას ის გაპარული დახვდა: 

"10 დღის წინ შემოიყვანეს პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, მდგომარეობა საკმაოდ მძიმე ჰქონდა.. თერაპიულ განყოფილებაში ის რამდენიმე დღე საჭიროებდა მკურნალობას, თუმცა პაციენტმა ამაზე უარი განაცხადა და ბინაზე გაწერა მოითხოვა. ამაზე შედგა შესაბამისი ოქმი. დაახლოებით ერთ კვირაში, ის უმძიმეს მდგომარეობაში ისევ საავადმყოფოში შემოიყვანეს. რადგან მას უარი ჰქონდა ნათქვამი მკურნალობაზე და ამაზე უკვე შედგენილი იყო ქომი,  სახელმწიფო დაფინანსება არ შეეხებოდა და ის ამის შესახებ თავიდანვე იყო ინფორმირებული. 

დღეს უნდა გაწერილიყო ბინაზე, გადასახდელი თანხა კი დაახლოებით 2 ათას ლარამდე იყო. მედდა როცა შევიდა პალატაში, ის იქ აღარ დახვდა. კლინიკიდან გაიპარა"-გვითხრა დავით მდინარაძემ.

მომხდარის გამო, სამედიცინო ცენტრში მოხდა პატრულის გამოძახება.

როგორც ადგილზე გვიხსნიან, ამის შემდეგ საქმეში ჩაერთვებიან კლინიკის იურისტები და დავა  სასამართლოში გაგრძელდება. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია