შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 9 წლის მოზარდი ფოთიდან თბილისში გადაიყვანეს

საზოგადოება
 11 მარტი 2019

ფოთის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანსპორტო მაღალი ძაბვის ქვესადგურში, 9 წლის მოზარდს დენმა დაარტყა. ამ წუთებში მოზარდი თბილისში, შესაბამისი პროფილის კლინიკაში იმყოფება. დაშავებულის გადაყვანა ფოთის ჰოსპიტალიდან მოხდა. ამავე ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა განაცხადა, რომ მოზარდს სხეულის მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობითი დაზიანება აღენიშნებოდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

“ 112-ის ბრიგადამ შემოიყვანა 9 წლის მოზარდი, საკმაოდ კრიტიკულ მდგომარეობაში. აღენიშნებოდა შოკი, სხეულის მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობითი დაზიანება, სხეულის 60% დაზიანებით, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ბავშვი მართვით სუნთქვაზე იყო გადაყვანილი. ჩაუტარდა ყველა საჭირო მკურნალობა, კვლევა და სასწრაფო წესით გარეფერალდა თბილისის შესაბამისი პროფილის კლინიკაში,” -აღნიშნა თეა მიგინეიშვილმა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განძრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია