შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ეკა ბესელიას ინიციატივას მოტივად პოლიტიკური ინტერესები უდევს - ირაკლი კობახიძე

 12 მარტი 2019

პარლამენტის თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით ეკა ბესელიას ინიციატივას მოტივი პოლიტიკური ინტერესებია. კობახიძის თქმით კონსტიტუციის თემა დახურულია, რადგან განხორციელდა საკონსტიტუციო რეფორმა, რომელმაც ვენეციის კომისიის აღიარება ყველა ნაწილში დაიმსახურა. 

როგორც ცნობილია, დეპუტატი ეკა ბესელია მოსამართლეთა უვადოდ განწესებისა და უკვე უვადოდ განწესებულ მოსამართლეთა სტატუსის შეჩერების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ეკა ბესელიას განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილებებს საჭიროებს, კერძოდ ცვლილება კონსტიტუციის 61-ე მუხლს შეეხება, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის წესს არეგულირებს და 63-ე მუხლს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ განწესების წესს ეხება.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია