შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთელ რაგბისტთა დასანანი მარცხი ახალციხეში

სპორტი
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36844 
 11 მარტი 2019

საქართველოს პირველობაზე რაგბისტთა შორის, პირველი ლიგაში მეთორმეტე ტურის მატჩები გაიმართა. 

ოზურგეთის "არწივები" პირველი ოთხეულისათვის ბრძოლაში თავის უშუალო კონკურენტს, "ტაოს" ახალციხეში" სტუმრობდა და მიუხედავად იმისა რომ გურულებმა პირველი ტაიმი მოიგეს, საბოლოოდ დასანანი მარცხი განიცადეს, რადგან 35-21 წააგეს და ბონუს ქულის გარეშეც დარჩნენ.

ერთადერთი კარგი ამ თამაშში ის მოხდა, რომ ოზურგეთელებმა მესხებს მეოთხე პრემიალური ლელოს დადების საშუალება არ მისცეს, რამაც "ტაო" მიუხედავად გამარჯვებისა კვლავ მეხუთე ადგილზე დატოვა.

ახალციხეში, ‘ტაოსა’ და ოზურგეთის ‘არწივების’ შეხვედრა უხვქულიანი და დაძაბული გამოდგა. მესხთა ‘აქილევსის ქუსლით’ - პრობლემატური შერკინებით, თავიდან კარგად ისარგებლეს გურულებმა. ფრთა გიორგი კალანდაძისა და მღლეტელ ბექა ნაგერვაძის ლელოთა მეოხებით სტუმრებმა ტაიმი 18:16 მოიგეს. შეხვედრის მეორე ნახევარში მალხაზ ჭეიშვილის შეგირდებმა დაცვა გააძლიერეს, ტემპს უმატეს, ინდივიდუალური ოსტატობისა და სწრაფი გარღვევების ხარჯზე 35:21 იმარჯვეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშემ, ‘ტაოს’ ფულბეკმა ბექა მაჭარაშვილმა მეორე ტაიმში ჰეთ-თრიკი შეასრულა. მესხებს პრემიის ასაღებად სულ 1 ლელო დააკლდათ, რამაც ‘ტაო’ სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე დატოვა. აღსანიშნავია,რომ ჭეიშვილის ბიჭებმა, გურულების მსგავსად სეზონში 6 გამარჯვებას მოუყარეს თავი.

ახლა გურულებს ბოლოსწინა, მეცამეტე ტურში კიდევ ერთ კონკურენტტან ოთხეულისათვის ბრძოლაში თბილისის "დინამოსთან" უწევთ სტუმრობა. "არწივები" თბილისს 17 მარტს ესტუმრებიან, პირველი ლიგის გათამაშება კი 30 მარტს დასრულდება, როცა ბოლო პულში ოზურგეთელები "დიდი 10" - ისათვის მებრძოლ კიკეთის "იუნკერებს" უმასპინძლებენ;

09/03

კლუბი   ქალაქი

+პ

+ნ

-

გატ : გაშ

სხვ

1

ყოჩები  ბოლნისი

12

11

0

1

9

0

0

579

:

133

+446

53

2

იუნკერები  კიკეთი

12

10

0

2

9

1

0

465

:

117

+348

50

3

არესი  ქუთაისი

12

9

0

3

8

1

0

440

:

156

+284

45

4

არწივები  ოზურგეთი

12

6

0

6

4

0

0

186

:

289

-103

28

5

ტაო  სამცხე-ჯავახეთი

12

6

0

6

2

1

0

215

:

297

-82

27

6

დინამო  თბილისი

12

4

0

8

4

3

0

243

:

294

-51

23

7

ივერია კოლხი რაინდები  ფოთი

12

2

0

10

1

2

1

130

:

536

-406

10

8

ბაგრატი  ქუთაისი

12

0

0

12

0

1

1

58

:

494

-436

0

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია