შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა იყო თქვენი მთავარი შეცდომა საქართველოში?-დიმიტრი გორდონის შეკითხვა სააკაშვილს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36892 
 13 მარტი 2019

რა იყო თქვენი მთავარი შეცდომა საქართველოში?-დიმიტრი გორდონის შეკითხვა სააკაშვილს
- მთავარი შეცდომა, ეს იყო ნების მიცემა ოლიგარქი ივანიშვილისთვის, რომ ის შიდა სცენაზე კანონიერი მოთამაშე გამხდარიყო. იმიტომ, რომ რეალურად, მისი საშუალებით, ამ „ტროას ცხენის" საშუალებით გაანადგურეს წარმატებული საქართველოს იდეა ჩემი ქვეყნის მტრებმა. სხვაც ბევრი შეცდომა იყო, მაგრამ ეს იყო მთავარი.
ხშირად ადამიანები მეუბნებიან - მთელი ხელისუფლება ხელში გქონდა და რა საჭირო იყო მისი დათმობა და გადაცემაო?
არ გამოდის ასე.. ეს იქნებოდა ჩემი ყველა პრინციპის საწინააღმდეგოდ.
ხელისუფლება უნდა გადაცემულიყო, მაგრამ ისეთი პირობები უნდა შექმნილიყო, რომ ეს ხელისუფლება ნამდვილ ოპოზიციას აეღო და არა ოლიგარქიას.
ოლიგარქები - ეს არაკანონიერი მოთამაშეები არიან. მე დემოკრატიას შევყევი და ჩავთვალე, რომ ყველა მოთამაშე კანონიერია.
რენატ ახმეტოვი არ შეიძლება იყოს კანონიერი მოთამაშე.
ივანიშვილი არ შეიძლება იყოს კანონიერი მოთამაშე ქართულ პოლიტიკაში.
ტრუხანოვი არ შეიძლება იყოს კანონიერი მოთამაშე უკრაინის პოლიტიკაში.
არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ არ შეიძლება იყვნენ ამ ველის ნაწილი.

სტუმრად დიმიტრი გორდონთან - 12.03.2019
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია