შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“მართლა მეორედ მოსვლა და ბოლო ჟამია” – ნიკა გვარამია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36901 
 13 მარტი 2019

"მართლა მეორედ მოსვლა და ბოლო ჟამია", - ასე ეხმაურება ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოს სამეფო ოჯახში არსებულ დაპირისპირებას.

"საოცრებაში ვართ. ყველაფერი ჩამოიშალა. მთავარია ახლა ნაფოტები არ დაგვეცეს თავში და გადავრჩეთ და ქვეყანაც გადავარჩინოთ

მართლა მეორედ მოსვლა და ბოლო ჟამია", - წერს გვარამია "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის ლევან ჩხეიძის მტკიცებით, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი არ არის ბაგრატიონი და ის სიხარულიძეა. როგორც ადვოკატმა განმარტა, მას აქვს ინფორმაცია, რომ საპატრიარქომ შესაბამისი დნმ- კვლევა ჩაატარა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს გუშინ სასამართლოში ყოფნისას განუცხადა, სადაც სამეფო ოჯახის წევრების დავაზე სასამართლო განხილვა გაიმართა.

„დავის დაწყების მიზანი ის არის, რომ არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახს, რომ ისინი არიან ბაგრატიონები. ისინი სასამართლოს გზით ცდილობენ მიიღონ სახელმწიფოსგან აღიარება. მათი პოზიცია ძალიან სუსტია. ჩვენ განწყობილი ვართ ოპტიმისტურად და ამ პროცესს მოვიგებთ.

ოფიციალური მონაცემები არ მოუციათ, მაგრამ სანდო წყაროთი ვიცით, რომ საპატრიარქომ ჩაატარა დნმ კვლევა და ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი, ის არის სიხარულიძე", - განაცხადა ადვოკატმა.

ბაგრატიონების, სამეფო ოჯახის ირგვლივ აგორებულ სკანდალთან დაკავშირებით ნიკა გვარამიამ "ფეისბუქზე" მოგვიანიებით მორიგი პოსტი გამოაქვყენა:

"მე არ ვიცი სიხარულიძეა თუ ბაგრატიონი, მაგრამ ანა არის მაღალი კლასი. სტუდენტობისას მახსოვს, მეგონა ასხივებდა, ისეთი განსაკუთრებული სილამაზე ქონდა (მის დასაც).

რაც ამ გოგოს გადახდა: ჯერ ძალით მიათხოვეს ვიღაც შარლატანს და ლამის სახელმწიფო დონეზე გადაუწყვიტეს, რომ მისგან შვილი უნდა გაეჩინა. არ თქვათ ახლა, მერე რატომ გაყვაო... ასეთ ძალადობას 99% ვერ გაუძლებდა. მერე გაყრა (აღმოჩნდა, რომ ჩვენი პრინცი ძლადობას არ თაკილობს) და სკანდალი. და ახლა სიხარულიძე თუ ბაგრატიონი.

არ მაინტერესებს დნმ, საერთოდაც, სასაცილო სიფსიხედ მეჩვენება მონარქიის იდეა, მაგრამ მაინც:

ჩემი მხარდაჭერა ანა ბაგრატიონს. თუ პრინცესა უნდა გვყავდეს (ფორმალურად, ცხადია), იყოს მაღალი კლასის ანა ბაგრატიონი. ის საოცრება დეგრადიული პრინცი არაფერში არ წერია", - დაწერა გვარამიამ სოციალურ ქსელში.

საქალაქო სასამართლოში საქართველოს სამეფო ოჯახში არსებულ დაპირისპირებაზე გუშინ იმსჯელეს. ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სამეფო ოჯახის სახელისა და სამეფო ტიტულების გამოყენების გამო ედავებიან. მოსარჩელე მხარე მოითხოვს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს მათი სახელის გამოყენების უფლება აეკრძალოს.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება