შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი“ სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში პროექტს განახორციელებს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=37438 
 14 მარტი 2019

22 მარტს სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი განახორციელებს პროექტს „წიგნის მოვლის კულტურა“.

უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, აღადგინონ ქაღალდის სტრუქტურა და წიგნად აკინძონ რესტავრირებული ფურცლები.

“პროექტი წარმოადგენს საგანმანათლებლო ღონისძიებების ციკლს წარმატებული სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელსაც „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის” კონსერვაცია-რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერ – თანამშრომლები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით განახორციელებენ”, – აცხადებენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ღონისძიებას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი დაესწრებიან

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია