საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხუთ სკოლაში ახალი პროექტი ხორციელდება

განათლება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 ოქტომბერი 2018

ქვემო ქართლის ქალთა ორგანიზაცია „ერთობა“-მ დაიწყო პროექტი „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდების ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი  თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდის მეშვეობით, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა“.  №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტში მონაწილეობისთვის სპეციალურ ანკეტებს ავსებენ. მათ მსგავსად პროექტში ჩაერთვებიან ქალაქ ბოლნისის №2, დისველის, ნახიდურისა და „დავითიანის“ სკოლები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსწავლეების შერჩევა. თითოეული სკოლიდან 10-12 მოსწავლე ჩაერთვება, რომლებიც გაივლიან ტრენინგებს. ხუთი სკოლის 60-მდე მოსწავლე გაეცნობა თანამედროვე ტექნოლოგიებს რძის გადამამუშავებელ საწარმოში და ახალგაზრდა ფერმერთა საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთში.

პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია