შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვინ იქ­ცე­ვა ეშ­მა­კი­ვით? ვინ გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს პრაქ­ტი­კუ­ლად მთა­ვა­რი მე­ვახ­შე?- სააკაშვილი ივანიშვილის წერილზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37514 
 08 აპრილი 2019

საქართველოს ექსპრეზიდენტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი 9 აპრილთან დაკავშირებით გავრცელებულ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ღია წერილს ეხ­მა­უ­რე­ბა და სპეციალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს. 

„ხან ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ა­თი სპე­კუ­ლი­რებს, ხან მისი პი­რა­დი მტრით, ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლით, ხან ზუ­რაბ ჟვა­ნი­ა­თი, ახლა მი­ად­გა 9 აპ­რილს და­ღუ­პულ ჩვენს გმი­რებს. ამ წე­რილ­ში ნათ­ქვა­მია ეშ­მაკ­ზე, რო­მე­ლიც თი­შავს. ახლა მინ­და გკი­თხოთ სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ქარ­თვე­ლებს - აბა გა­მო­ი­ცა­ნით რა შე­იძ­ლე­ბა ერ­ქვას იმ არ­სე­ბას, ვინც 9 აპ­რი­ლის ჯა­ლათს ლე­ბედს მუდ­მი­ვად აფი­ნან­სებ­და მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 9 აპ­რი­ლის შემ­დეგ?! შე­იძ­ლე­ბა ეშ­მა­კი ეწო­დოს ხო? რა ქვია იმ ადა­მი­ანს, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა შე­ა­ჩე­რა? შემ­თხვე­ვით ეშ­მა­კის ხელი ხომ არ ურე­ვია ამა­ში?

რა ქვია იმ ადა­მი­ანს, ვინც ჩა­იგ­დო სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა ბიზ­ნე­სი ხელ­ში, გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს პრაქ­ტი­კუ­ლად მთა­ვა­რი მე­ვახ­შე, ყვე­ლა ბან­კი პრაქ­ტი­კუ­ლად მის ხელ­შია, ასო­ბით ათა­სი ქარ­თვე­ლი გა­ა­კოტ­რა და მი­ლი­ო­ნამ­დე ქარ­თვე­ლი გა­აგ­დო ქვეყ­ნი­დან, შემ­თხვე­ვით ეშ­მა­კი ხომ არა? რა ქვია იმ არ­სე­ბას, ვინც რო­მან შა­მა­თა­ვას ალ­პობს ცი­ხე­ში, იმ დროს როცა აფხა­ზეთ­ში ხალ­ხს გვი­ხო­ცა­ვენ, ვინც ცი­ხე­ში ჩას­ვა 2008 წლის ომის გმი­რე­ბი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის ჩა­დე­ბით. ბო­ლოს და ბო­ლოს ვინ იქ­ცე­ვა ეშ­მა­კი­ვით? შემ­თხვე­ვით ის არ­სე­ბა ხომ არა, რო­მე­ლიც ხე­ებს ჯერ გლეჯს, ანად­გუ­რებს? შემ­თხვე­ვით ეშ­მა­კი 1 მეტ­რი და 65 სან­ტი­მეტ­რი ხომ არ არის სი­მაღ­ლე­ში, ლურჯ კოს­ტუ­მებს ხომ არ იც­ვამს, სო­ლო­ლა­კის მთა­ზე ხომ არ არის წა­მოს­კუ­პე­ბუ­ლი და ხომ არ და­ყუ­რებს ხალ­ხს ზე­მო­დან", - აცხა­დებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია