შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რას ჰყვება ივანიშვილი ლებედის დაფინანსებაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37538 
 09 აპრილი 2019

2005 წლის 7 აპრილს, რუსულ საინფორმაციო პორტალ newsru.com-ში გამოქვეყნდა სტატია "რუსეთის ყველაზე იდუმალმა მილიარდერმა ბორის ივანიშვილმა დუმილის აღთქმა დაარღვის", სადაც მილიარდერი, გამოცემასთან საუბრისას, სხვა საკითხებთან ერთად, 9 აპრილის ჯალათ ალექსანდრ ლებედთან მის ურთიერთობებზე საუბრობს.

კერძოდ, სტატიის ერთ ნაწილში - "ივანიშვილი პოლიტიკის მის ერთადერთი გამოცდილების შესახებ" (Иванишвили о своем единственном опыте в политике). იგი იხსენებს (ციტატა სტატიიდან):

"მე "რასკრუტკა" გავუკეთე (ალექსანდრ) ლებედს, როდესაც ის მიტოვებული პოლიტიკოსი იყო. მე მაშინ ე.წ. "სემიბანკირშჩინაში" (семибанкирщина) შემიყვანეს. ელცინის საარჩევნო შტაბში, რომელსაც ანატოლი ჩუბაისი ხელმძღვანელობდა, ლებედს სერიოზულად არ აღიქვამდნენ. მე კი მისი საარჩევნო შტაბი ბანკის ოფისში განვათავსე, მისი "რასკრუტკა" დავაფინანსე.

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ყველა მიხვდა, რომ მე მართალი ვიყავი: ელცინს დაბალი რეიტინგი ჰქონდა, ლებედმა არჩევნებზე თავისი ხმები ელცინს გადასცა, რითიც მისი გამარჯვება უზრუნველყო. მე მადლობაც კი არავინ მითხრა, ხოლო როცა ლებედი მოხსნეს (უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის პოსტიდან), ყველამ გაიხსენა, რომ ის მე მოვიყვანე და გამინაპირეს. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მე პოლიტიკაში ჩავერთე".

შემდეგ, როდესაც ლებედი კრასნოიარსკის გუბერნატორად იყრიდა კენჭს, ივანიშვილი მას, "ძველი ურთიერთობიდან" გამომდინარე, კადრებით დაეხმარა. პირდაპირ არ დაუფინანსებია და პირდაპირ არც დაკავშირებია, - ამბობს ბიზნესმენი." (ციტატის დასასრული)

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
პოლიტიკა