შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"SOS ლანჩხუთის ბაღებში შესაძლოა დამპალი და საკვებად უვარგისი ხორცი აღმოჩდეს!!!"- მჟავანაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37575 
 10 აპრილი 2019

სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე საბავშვო ბაღების მომმარაგებელ კომპანიაში არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა. შპს „სოფოს" შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, კერძოდ,

სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა, კონდენსატის არსებობა მაცივარში და კოროზირებული მილი, ხორცის ორგანოლეპტიკური მახასიათებლების დარღვევა - შეცვლილი ფერი და კონსისტენცია, რის გამოც ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა და დაჯარიმდა.

ბაღების მომმარაგებელ კომპანიაში დაილუქა 164 კგ-მდე საქონლის ხორცი და 207 კგ ქათმის ფილე, რომელიც სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდება.

ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ აღუდგება.

 

„გურიის მოამბე“-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საბავშვო ბაღების ხორცით მომმარაგებელმა კომპანიამ "სოფო", რომელსაც სურსათის უვნებლობის სააგენტოს რეგიონულმა სამმართველომ  საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების გამო რამდენიმე დღის წინ შეუჩერა,  გუშინ ლანჩხუთის ბაღების გაერთიანების მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიგო.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, კომპანია მანამდე, სანამ გურიის ბაღების მომარაგებას დაიწყებდა, დაჯარიმებული იყო ფორმა 2-ის გაყალბების გამო, თუმცა  ამის მიუხედავად, მას  პრობლემა  არც ტენდერში მონაწილეობის მიღების და არც მასში გამარჯვების კუთხით დღემდე არსად არ შეჰქმნია. 

 

„გურიის მოამბე“-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საკუთარ ფეისბუკზე გამოეხმაურა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, საკრებულოს დეპუტატი, დავით მჟავანაძე:

 

"SOS ლანჩხუთის ბაღებში ცხენის ხორცის შემდეგ შესაძლოა დამპალი და საკვებად უვარგისი ხორცი აღმოჩდეს!!!

საინტერესოა ასეულობით ბავშვის ჯანმრთელობის და სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ხარჯხე, საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანია "სოფო" ლიცენზიის შეჩერების ნაცვლად როგორ ახერხებს ბაღებისთვის კვლავ ხორცის მიწოდებას????

რამდენად კანონიერად ჩატარდა აღნიშნული ტენდერი?? ან ამ ყველაფრის უკან ხომ არ იკვეთება კონკრეტული ჩინოვნიკების ფინანსური ინტერესები? რაც "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში ისედაც ცხოვრების ყოველდღიურ წესად იქცა.

ვფიქრობ კითხვები ლოგიკურია და მიმაჩნია, რომ ამ საკითხით დაუყოვნებლივ უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი სამსახურები რისი იმედიც ნამდვილად არ მაქვს."- წერ მჟავანაძე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია