შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კოლაგში საბრძოლო კოშკის რეაბილიტაცია მოხდება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30556 
 11 აპრილი 2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში საბრძოლო კოშკის რეაბილიტაცია იგეგმება.


როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა განაცხადა, კოშკი მე-17- მე-18 საუკუნეებშია აშენებული.
„კოლაგში სოფლის დასავლეთით მთვარანგელოზის ეკლესიიდან 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს საბრძოლო კოშკი. ეს არის საკმაოდ დიდი ზომის, ოთხსართულიანი ნაგებობა. მარტო ფუძის შემოწერილობა 25 მეტრია. კოშკი კომუნისტების დროს დაანგრიეს და საშენ მასალად გამოიყენეს. არქიტექტორის ნოდარ მინდორაშვილის ინიციატივით, გაკეთდა პროექტი, სადაც პირვანდელი სახით უნდა მოხდეს მისი აღდგენა. ნებართვა გაცემულია და სამუშაოები დაახლოებით მაისის ბოლოს დაიწყება. ორი წლის ვადაში უნდა მოხდეს მის აღდგენა. კოშკის ნაწილი გამოიყენებოდა საცხოვრებლად, ნაწილი -საბრძოლოა. პარალელურად, გათვალისწინებულია არქეოლოგიური კვლევების ჩატარება. მოხდება დარჩენილი ნახევრის გამაგრება და კონსერვაცია.“


მისივე თქმით, კოშკის აღდგენა ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის მეშვეობით მოხდება, რომელსაც ფონდი ქართუ აფინანსებს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია