შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"პოლიტიკურად თუ არ გავკოჭეთ, გადაიყოლებს ქვეყანას"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37572 
 10 აპრილი 2019

 ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად თუ არ გავკოჭეთ, გადაიყოლებს ქვეყანას - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას. უგულავას თქმით, ივანიშვილი ხიფათისმომტანია ქვეყნისთვის:

„როდესაც ხელისუფალი იწყებს დამადლებას თავისი გაკეთებული საქმეების მიმართ, ის ხელისუფალი სწრაფად არის სახლში გასაშვები. იმიტომ რომ ხიფათის მეტი მისგან არაფერი მოდის.

უტიფრობის ზეიმი იყო და აბსოლუტურად, მეორე მხრივ, სიზიფეს შრომაა ის, რასაც ეს კაცი აპირებს. ისტორიის გადაწერა და ის იერალაში, რაც მას თავში აქვს, მათ შორის, საქართველოს უახლეს ისტორიასთან დაკავშირებით, ის გადმოიტანოს სერიალებში და თავისი პარალელური რეალობა შემოგვახვიოს და შემოგვაჩეჩოს. ან ვხედავთ მის დახარჯულ ფულს პირდაპირ პოლიტიკურ მოსყიდვაზე ან ვხედავთ სერიალების შექმნაზე ან ის რაღაც საზიზღრობა რაც გადაიღო ერთი, მისი დაკვეთით, უამრავი მილიონი რომ დაჯდა, ახლა თავიდან უნდა გვასწავლოს საქართველოს ისტორია. ვაშა, ამ ახალ საქართველოს. ეს არის მთელი პათოსი, რაც გამომდინარეობდა ბიძინა ივანიშვილისგან. ისევ ვიმეორებთ, პოლიტიკურად ეს ადამიანი თუ არ გავკოჭეთ, გადაიყოლებს ქვეყანას. ყოველი დღე არის საგანგაშო უკვე ამ ადამიანის ხელისუფლებაში ყოფნის," - განაცხადა გიგი უგულავამ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია