შენახვა

გადაგზავნა

დაკომენტარება

" 8 წელი ივანიშვილი სააკაშვილის მსახური იყო და ხარკს უხდიდა"- დავით ბერძენიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37580 
 11 აპრილი 2019

სააკაშვილის 9 წლიანი მმართველობიდან 8 წლის განმავლობაში ივანიშვილი მიშას მსახური იყო და ხარკს უხდიდა, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „აიპრესთან“ საუბრისას განაცხადა, რომელსაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის „იმედის“ ეთერში გასული ხმაურიანი განცხადებების შეფასება ვთხოვეთ.

აღარ არის საინტერესო ბიძინა. არც ის ხალხი იქნება აღფრთოვანებული ვინც ახსენა და არც ის ხალხი ვინც არ ახსენა. ამასთანავე როცა უსუფაშვილს ახსენებდა, ალბათ იმ დროინდელ „რესპუბლიკელებსაც“ გულისხმობდა.

ლოგიკა სად არის? 2003 წლის შემოდგომიდან, 2011 წლის შემოდგომამდე ივანიშვილი ემსახურებოდა მიხეილ სააკაშვილს. ივანიშვილი იყო სააკაშვილის მსახური. დამფინანსებელი კი არ იყო, ხარკს უხდიდა ხელისუფლებას, რომელიც საშუალებას აძლევდა იაფად, მყუდროდ, კომფორტულად, დაცულად და უსაფრთხოდ ყოფილიყო სამშობლოში. ის თავის ჭიას ახარებდა, ქველმოქმედებას ეწეოდა. სააკაშვილმა გაუჩინა განცდა, რომ თითქოს მონაწილეობდა სტრატეგიული გადაწყვეტილებების შენებაში. მერე მოსწყინდა და როგორც ვიცი 1-2 აგდებული სიტყვაც უთხრა.

8 წელიწადი, მათ შორის 7 ნოემბერი. ამის შემდეგ კი მიშას საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსება და ხმის მიცემა, ეს ყველაფერი ივანიშვილის არსენალშია. სააკაშვილის 9 წლიანი მმართველობიდან ივანიშვილი 8 წლის განმავლობაში მიშას მსახური იყო. ეს თურმე არ ითვლება. ვინც მიშას ეწინააღმდეგებოდნენ ისინი მიშას ფარული მომხრეები ყოფილან. თურმე ფარულ მიშისტებს იმიტომ გამოუყენებიათ კონტაქტები, მიშა დაუმარცხებიათ და ქვეყნიდან გაუქცევიათ, რომ მიშას კლანჭებიდან გამოეღლიტათ მურუსიძე, ჩინჩალაძე და კამპანია. ამ აბსურდამდე მივდივართ. მას სერიოზული გარღვევები აქვს აზროვნებაში“, – ამბობს ბერძენიშვილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა