შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილს ყველა მიატოვებს, ერთგულების ნიშნით შეიძლება მხოლოდ ენძელა მაჭავარიანი დარჩეს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37601 
 12 აპრილი 2019

"ოცნებაში" ივანიშვილის შემდეგ ერთადერთი გავლენიანი ფიგურა დარჩა - კახა კალაძე. საინტერესო ის არის, კალაძე თუ დარჩება ივანიშვილის გვერდით, თორემ კობახიძე თავისი ზარდიაშვილებით, მათიკაშვილებით და ვიღაცებით იქნება თუ არა, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს... თუ არ რჩება, მაშინ უნდა ვიფიქროთ, პროცესი იმაზე ადრე დასრულდება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია და 2020 წელს "ქართული ოცნება" როგორც მოქალაქეთა კავშირი 2003 წელს, აბსოლუტურად გაკოტრებული მივა არჩევნებამდე," - აცხადებს კოალიცია "ქართული ოცნების" ყოფილი და "შენების მოძრაობის" მოქმედი წევრი ანი მიროტაძე.

პარტიაში კობახიძის გუნდსა და დანარჩენებს შორის პოლიტიკური დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება. ეს გარდაუვალია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აბსოლუტური შეუთავსებლობაა ღირებულებებში, ფასეულობებში, ხედვებში, პოლიტიკურ გემოვნებაში და ა.შ.. თუმცა, მე მგონია რომ მთავარი ამბები გველოდება წინ.

პარტიაში ივანიშვილის შემდეგ ერთადერთი გავლენიანი ფიგურა დარჩა - კახა კალაძე. საინტერესო ის არის, კალაძე თუ დარჩება ივანიშვილის გვერდით, თორემ კობახიძე თავისი ზარდიაშვილებით, მათიკაშვილებით და ვიღაცებით იქნება თუ არა, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ, ამ ადამიანებს არც პოლიტიკური ბექგრაუნდი აქვს და არც პოლიტიკური წონასწორობის შენარჩუნების შესაძლებლობა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ერთადერთი კითხვაზეა პასუხი გასაცემი - რჩება თუ არა ივანიშვილის გვერდით კალაძე. თუ არ რჩება, მაშინ უნდა ვიფიქროთ, პროცესი იმაზე ადრე დასრულდება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია და 2020 წელს "ქართული ოცნება" როგორც "მოქალაქეთა კავშირი" 2003 წელს, აბსოლუტურად გაკოტრებული მივა არჩევნებამდე.

ეს პოლიტიკური გუნდი არის აბსოლუტურად უსახური. ვერავინ დამაჯერებს, რომ ივანიშვილს არ ჰქონდა წარმოდგენა, როგორ პოლიტიკურ გუნდს კრებდა, რადგან ის ქორწილში დასაპატიჟებელი ადამიანების სიას არ კრებდა, არამედ პარლამენტის წევრებს.

ემოციურად თუ შევხედავთ, ძალიან მეცოდება, იმიტომ რომ ძალიან აღრეული ჰქონია ივანიშვილს ღირებულებები. სრულიად ერი თანხმდება, რომ ანტიგმირია მურუსიძე და მასზე გადაფარება დააზიანებს ყველას. არ ვიცი, ამას რატომ ვერ ხვდება და თუ ხვდება და მაინც აკეთებს, გამოდის რომ რაღაცის მძევალია, ან რაღაც ვალი აქვს ამ ხალხის. წარმოუდგენელია ასეთ ანტიგმირებზე გადაფარებით იყოს დაკავებულ ქვეყნის მმართველი. სასამართლოს გაკონტროლებისთვის სჭირდება ეს ხალხი, რომლებიც გამოცდილები არიან იმაში, როგორ უნდა იყვნენ მართულები. ამაზე კარგ ხალხს სად იპოვის? მას სჭირდება ეს ანტიგმირები, რომლებიც ბევრად უკეთესად მართულები იქნებიან მის მიერ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია