შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"შეშინებული ოლიგარქი გაიქცა და პატრიარქის კალთას შეაფარა თავი"- ნათელაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37622 
 12 აპრილი 2019

“შეშინებული ოლიგარქი გაიქცა და პატრიარქის კალთას შეაფარა თავი, თუმცა, არ მგონია ამან ის ყოველთვის გადაარჩინოს.”,-ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“ძვირფასო, მეგობრებო, გუშინ მთელმა მსოფლიომ ნახა რომ საქართველო გაღვიძებულია. ათასობით ავტომანქანამ და ათასობით პროტესტანტმა ალყაში მოაქცია ქვეყნის მმართველი სასახლე.

შეშინებული ოლიგარქი გაიქცა და პატრიარქის კალთას შეაფარა თავი, თუმცა, არ მგონია ამან ის ყოველთვის გადაარჩინოს.

ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ თუ ამ დღეებში სასწრაფოდ არ დაკმაყოფილდება ტაქსისტთა მოთხოვნა, ხელისუფლება არ აიღებს ხელს დისკრიმინაციულ ნორმებზე იძულებითი გადაღებვისა და სხვა სისულელეების შესახებ, რომლის მიზანიც არის განდევნოს თვით დასაქმებული ხალხი ბაზრიდან და მილიონიანი ბიზნესი დარჩეს კალაძესა და ივანიშვილს. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ჩვენ 18 აპრილს, დღის სამ საათზე პარლამენტის წინ ვიწყებთ მჯდომარე, უვადო, პერმანენტულ საპროტესტო აქციას, საყოველთაო გაფიცვით და ვეპატიჟებით იქ ყველას ვისაც მამულისათვის გული უძგერს,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია