შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვფიქრობთ გევიქცეთ საქართველოდან, იმიტომ რომ თავი გადავირჩინოთ"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37626 
 12 აპრილი 2019

„ოცნების“ ხელისუფლების მეექვსე წლის თავზე, საარჩევნოდ მოვისმინეთ კიდევ ერთი დაპირება, ამჯერადაც  ივანიშვილისგან, რომ ხმების სანაცვლოდ ის ერთ წელიწადში ააშენებდა და დაალაგებდა ეკონომიურად  წაქცეულ  ქვეყანას, რაზეც ნერვიულობამ ლამის ლოგინად ჩააგდო „ქვეყნის მთავარი“.

დაპირებიდან დაპირებამდე მცხოვრებმა მოსახლეობამ დავინახეთ ისიც, რომ გასულ წელს საარჩევნოდ მოცემული პირობიდან დღემდე ბევრი არაფერი შეცვლილა

მთავრობას სჯერავს რომ ყველაფერი კარგადაა და ხალხს ოპოზიცია ატყუებს, ოპოზიციას რისი სჯერა, ეს ისედაც გასაგებია, მაგრამ რამდენად სჯერავს ხალხს იმის, რასაც აკეთებს და ლაპარაკობს ბიძინა ივანიშვილი და  რამდენად დიდია მათი მხრიდან ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის მოლოდინი, ამ კითხვით „გურიის მოამბემ“ ადგილობრივებს მიმართა და მათი შეფასებებიც მოისმინა:

ჰ.მ. - მაგის არც მე   და არც არავის არ  სჯერა, მაგრამ კადრიც აღარ არის ნორმალური. სხვისიც რომ არ მჯერა საქმეც მაგაშია.უკეთესი კადრი, რომ იყოს,  ბიძინა ვის უნდა.  ბიძინა არავის  არ უნდა. გამოუვალი მდგომარეობის გამო ვამბობ, თორე  ვის უნდა ეს.

 წ.მ. - კი   დედა  კი, მაგის გამჩენი გაახაროს ღმერთმა. ამ ხალხს  მუშაობა ეზარება. უნდა იმუშაონ აბა რა უნდა ქნან.  აბა დაჯდენ სახლში და ბიძინამ აჭამოს? რამდენს აჭამოს, თვარა კი.

 ლამზირი დეკანოიძე - ყველას ვენდობი მე. მარა  არაფრით არ ვარ კმაყოფილი. ვფიქრობთ გევიქცეთ საქართველოდან, იმიტომ რომ თავი გადავირჩინოთ.  ისე  ნდობით  მაინც ვენდობი. ღმერთმა თქვა „ხელი გააქანე  და გექნებაო“.   თუკი მოგვცემს ხელის  გასაქანს, იქნება რამე გამოვიდეს. მართალია 7 წელი არაფერი არ გაუკეთებია, მაგრამ ნდობით მაინც ვენდობი.

 ფ.ჭ. - არავის არ აჭმევს  ბიძინა. არც არაფერი არ შეუსრულებია, რაც დაგვპირდა ხალხს. მატყუარაა. თავის  ნათესავებსაც  კი ატყუებს. მე ვიცი მის ნათესავს, დაპირდა  სამსახური  და  მერე აღარ დააწყებია მუშაობა, მოატყუა.

მ.დ. - არა, არ ვენდობი, არც ბიძინას და არც „ოცნებას“, იმიტომ რომ არ აკეთებენ არაფერს.

ნ..მ. -მე  ნეიტრალურ სიტუაციაში  ვარ. არც მჯერა, არც არაფრის იმედი მაქვს, მაგრამ არც არაფერს არ ვამბობ. თუ მოვა სახლში ჩემთან და რამეს გამიკეთებს პიროვნულად, კმაყოფილი ვიქნები.  ისე  დაჯერებით მე  ჩემი თავის არ მჯერა და მაგის  რას დავიჯერებ?

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია