შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის ბაზარში სარეაბილიტაციო სამუშაოები მერიიდან ნებართვის გაცემის შემდეგ დაიწყება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=38167 
 18 აპრილი 2019

გურჯაანის აგრარული ბაზრის ადმინისტრაცია მერიისგან დემონტაჟის ნებართვას ელოდება, რის შემდეგაც თანამედროვე სტანტარტების ბაზრის აშენება დაიწყება.

ბაზრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მხოლოდ ტერიტორიის ნაწილის რეკონსტრუქცია, თანამედროვე სტანდარტების კომუნიკაციების და დახლების მოწყობა.

ბაზრის დირექტორის ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე მოვაჭრეებს ალტერნატილი ფართით დააკმაყოფილებენ.

ლამარა აკოფაშვილის განმარტებით, ნებართვის მისაღებად ბაზრის ადმინისტრაციას ყველა საჭირო დოკუმეტაცია მერიისთვის მიწვდილი აქვს.

,,ნებართვის მიღების შემდეგ ბაზრის ერთი ნაწილის დემონტაჟი განხორციელდება და თანამედროვედ მოეწყობა. მოწესრიგდება წყალგაყვანილობა, დახლები გადაიხურება, გაკეთდება საკანალიზაციო სისტემა. ამჟამად ცუდ მდგომარეობაშია აგრარული ბაზარი, არ არის მოწესრიგებული დახლები და პროდუქტები არაჰიგიენურ პირობებში იყიდება.

რაც შეეხება ხორცით მოვაჭრეების ადგილს, რომლებიც ამავე დროს ტერიტორიის მესაკუთრეებიც არიან, იმ ადგილს არ შეეხება სამუშაოები. პროექტის განხორციელების შემდეგ კი გურჯაანს ექნება თანამედროვე ბაზარი, სადაც დაცული იქნება ყველა მოთხოვნა”, – განაცხადა ლამარა აკოფაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია