შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"რუსთავი 2“-ის საქმემ შესაძლოა ხელისუფლება გადაიყოლოს“ - ხუხაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38166 
 08 მაისი 2019

რუსთავი 2"-ის გარშემო ახალი სასამართლო დავის დაწყებას "რეზონანსთან" ინტერვიუში ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აფასებს. ხუხაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას გაუჭირდება იმის მტკიცება, რომ მოსარჩელე ტელევიზიის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლის, ტელეკომპანიის 9%-იანი წილის მფლობელის ნინო ნიჟარაძის უკან ის არ დგას.

მისი აზრით, ხელისუფლებამ ბოლო დროს საქმე ისე გაიხადა, რომ მართალი რომც იყოს, მისი აღარავის სჯერა. ანალიტიკოსის თქმით, თუ დამტკიცდა და ნათლად გამოკვეთა, რომ ამ სამის უკან ხელისუფლება დგას, არ არის გამორიცხული, რომ ეს მთავრობა ამ არჩევნებზე საერთოდ გადაიყოლოს.

მართალია, უკვე კეთდება განცხადებები, რომ ამ ყველაფერში ხელისუფლების ხელი შეიმჩნევა, მაგრამ მე მაინც ჯერჯერობით ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, რომ აქ ქალბატონის და მესაკუთრის პირადი ინიციატივა არ არის. მგონია, რომ მსვლელობის დროს თანდათან ყველაფერი გამოჩნდება. აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ სასამართლოს მიმართ ბოლო დროს ნდობა იმდნად შემცირდა, რომ ყველას აქვს ლეგიტიმური უფლება მის ობიექტურობასა და სამართლიანობასთან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვას.

ხელისუფლების უგუნურობამ და ხელების გადაგრეხვის პოლიტიკამ ამ დონემდე მიგვიყავანა, რომ ეს კერძო დავაც რომ იყოს, საზოგადოებას მაინც აქვს ლეგიტიმური უფლება, რომ ეჭვი დაიტოვოს. რადიკალური განცხადებებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, რადგანაც საქმის ირგვლივ მეტი ინფორმაციაა საჭირო.

მოსმართლეთა კორპუსი მთლიანად დისკრედიტირებულია. მითუმეტეს ამ მოსამართლეს ერთი ტელეკომპანიის საქმეზე საეჭვო და სადავო გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. „რუსთავი 2"-ის საქმემ მთლიანად სახელმწიფოს იმხელა ზიანი მიაყენა უკვე, რომ კიდევ დამატებით შეცდომა ამ ხელისუფლებისთვის სასარგებლოდ არ დასრულდება.

დასავლეთში ეს საქმე კიდევ უფრო მეტ კითხვებს და პრეტენზიებს გააჩენს ჩვენი ხელისუფლების მიმართ. მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ეს ტელევიზია და მისი სარედაქციო პოლიტიკა, დემოკრატიული ფასადის თუნდაც შესანარჩუნებლად მისი არსებობა აუცილებელია.

ამიტომაც, მომავალი პოლიტიკური ცხოვრებისთვის და პროცესებისთვის ეს ტელეკომპანია შესაძლოა ცენტრალური თემა გახდეს და ხელისუფლებას არც თუ მცირე პრობლემები შეუქმნას. შეიძელება ვიღაცას ჰქონდეს პრეტენზია, რომ ის გარკვეული სახის პროპაგანდას ეწევა, მაგრამ როდესაც არსებობს „იმედის" სახით სახელისუფლებო პროპაგანდა, ბუნებრივია ეს უკუქმედებას იღებს და საზოგადოება ამის საპასუხო ტელევიზიას ითხოვს.

პასუხისმგებელი „რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკაზე ოპოზიცია კი არ არის, არამედ ხელისუფლებაა, რომელმაც თავისი პროპაგანდისტული ისტრუმენტი შექმნა, რომლითაც უნდა რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ბუნებრივია, რომ ასეთ შემთხვევაში საზოგადოება კონტრზომებს იღებს და ეს ტელევვიზია ამის პროდუქტია. რომ არა „იმედის" სახით ხელისუფლების პროპაგანდა, შესაძლოა „რუსთვი 2"-იც თავშეკავებული ყოფილიყო.

 ხელისუფლებამ თავი ისეთ მდგომარეობაში ჩაიგდო, რომ ოპონენეტს სრულ ლეგიტიმურ უფლებას აძლევს, საქმის ირგვლივ პოლიტიკურ მოტივებზე ისაუბრონ. ხელისუფლება თუ ასეთ საკითხებში არაფერ შუაშია, მაშინ სასამართლო სისტემის ირგვლივ ამხელა აჟიოტაჟი არ უნდა აეტეხა და მართლაც გაეთავისუფებინა ეს ინსტიტუტი საკუთარი გავლენებისგან.

 მე არ მესმის როგორდ უნდა მოხდეს გვარამიას ჩამოშორება. ეს თავად ხელისუფლების გადასაწყვეტი უნდა იყოს. თუ ხელისუფლება ამა თუ იმ ფორმით მენეჯმენტში ჩაერევა, ეს უკვე დიდი პრობლემაა. მე არ მესმის ეს ყველაფერი როგორ უნდა იყოს. მითუმეტეს არჩევნები მოდის და ეს თემა ხელისუფლების წისქვილზე წყალს არ დაასხამს. გამომდინარე იქიდან, რომ მას ლეგიტიმაცია აქვს დაკარგული, შესაძლოა „რუსთავი 2"-ის საქმემ საერთოდ გადაიყოლოს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია