შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დღეს ბახვში ზვიად ცეცხლაძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი გაიხსნა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38221 
 10 მაისი 2019

დღეს ბახვის ტერიტორიულ ერთეულში ზვიად ცეცხლაძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობენ ოზურგეთის სასპორტო სკოლის, თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლის, ასევე ბათუმისა და ქობულეთის გუნდები.
ზვიად ცეცხლაძის სახელობის თასის გათამაშება მერვედ ტარდება, რომელიც კიდევ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ტურნირს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გია ებრალიძე და ოზურგეთის მერის მოადგილე ირაკლი სირაძე ესწრებოდნენ.
ზვიად ცეცხლაძის თასის მფლობელი გუნდი კვირას, საფინალო შეხვედრაზე გამოვლინდება. 
აღნიშნული ტურნირი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია