შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხვალ შეიძლება, საქართველოსაც შეეზღუდოს თავისუფალი წვდომა ევროპასთან"- საფრანგეთის შს მინისტრი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38216 
 10 მაისი 2019
საფრანგეთის შს მინისტრისკრისტოფ კასტანერის თქმით, თავშესაფრის მაძიებელთა ასეთი დიდი რაოდენობა ანომალიაა, ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც ევროპის ქვეყნებს უსაფრთხო ქვეყნად ყავთა აღიარებული. მისი განცხადებით საქართველოსთვის შენგენის სივრცესთან წვდომა მნიშვნელოვანია, ამიტომ თუ არ მოხდა მუშაობა მიგრანტთა რაოდენობის შემცირებაზე, შესაძლოა ხვალ საქართველოსაც შეეზღუდოს წვდომა ევროპასთან.

„ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ეს საკითხი და წვდომა შენგენის სივრცესთან. თუ ამაზე არ ვიმუშავეთ, ხვალ შეიძლება, საქართველოსაც შეეზღუდოს თავისუფალი წვდომა ევროპასთან და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ღრმა თანამშრომლობა ამ საკითხებზე. კონკრეტულად ინფორმაციის გაცვლის კუთხით თანამშრომლობა. ასეთი ორმხრივი თანამშრომლობა უფრო ნაყოფიერს გახდის ორივე მხარის მუშაობას. ძალიან დიდი ზრდა გვაქვს დღესდღეობით დანაშაულის თვალსაზრისით.“- განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია