შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილს ქველმოქმედებაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული"- მდინარაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38218 
 10 მაისი 2019

იძინა ივანიშვილს ქველმოქმედების სახით 3 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული. იგი პატრონობს ბევრ ისტორიულ, კულტურულ ძეგლებს, ნაგებობებს,- ასე გამოეხმაურა ფრაქცია ,, ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ბიძინა ივანიშვილის მიერ აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოების დათვალიერებას. 

მისი თქმითთ, ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას გამუდმებით ეწევა, ოპონენტები კი უსუსური არგუმენტებით და ნეგატრიური პიარით ცდილობენ ეკლესია-მონასტრების მოვლა და რეაბილიტაციაც კი ნეგატივში გადაიტანონ. ,,დღეს ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა სამცხე-ჯავახეთში, სადაც საერთოდ არჩევნებზე არ არის საუბარი. სამების ტაძრის მოხატვასთან დაკავშირებითაც იყო გამოხტომები, თითქოს ეს ხდება საარჩევნო მიზნებისთვის, რაც აბსოლუტური აბსურდია. ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედების სახით 3 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული.

იგი პატრონობს ბევრ ისტორიულ, კულტურულ ნაგებობებს, ძეგლებს და გამუდმებით ეწევა ამ ქველმოქმედებას. ძალიან მიკვირს როგორ ახერხებენ ჩვენს ქვეყანაში ადამიანები, ასეთი კეთილშობილური საქმის გაკრიტიკებას და აქაც იმის მცდელობას, რომ რაღაცნაირად ესეც ნეგატივში გადაიტანონ. ნეგატივში გადაიტანონ ქველმოქმედება, ეკლესია მონასტრების მოვლა და რეაბილიტაცია. ეს არის აბსოლუტურად უსუსური არგუმენტებისგან შემდგარი ნეგატიური პიარი, რომელსაც რეალობასთან არანაირი შეხება არ აქვს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს, პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მეუფე თეოდორესთან ერთად აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები დაათვალიერა. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, ძეგლები შეუზღუდავად ფინანსდება, რათა სიძველეები მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია