შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“სამთავრობო ცვლილებები პოლიტიკური მახეა მოქალაქეებისთვის” - გამზარდია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38234 
 11 მაისი 2019

"სამთავრობო ცვლილებები, ჩვეულებრივი პოლიტიკური მახეა მოქალაქეებისთვის, რადგან ცვლილებების დროს, რაღაც პერსპექტივა ჩნდება, მაგრამ მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილებები დღეს ერთგვარ გასართობ, თავის შესაქცევ თემად იქცა" - აცხადებს პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

"რეზონანსი": 19 მაისს საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები გაიმართება, ოპოზიცია დარწმუნებულია რომ არჩევნებს პირწმინდად მოიგებს, განსაკუთრებით ზუგდიდში, საიდანაც მათი თქმით, გამარჯვება დაიწყება. რა შანსები აქვს ოპოზიციას და ხელისუფლებას?

შუალედურ არჩევნებს, რაღაც საოცარი მნიშვნელობის მქონეს არ ვუყურებ, თუმცა, როგორც მმართველი გუნდისთვის, ისე ოპოზიციისთვის, შეიძლება ერთგვარი განმსაზღვრელი იყოს პოლიტიკური ფონის დასამუშავებლად.

პოლიტტექნოლოგიის თვალსაზრისით, ოპოზიციისთვის გამარჯვება მნიშვნელოვანია იმით, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მოახდინოს და მერე თქვას, რომ ხელისუფლება დაამარცხა. ხელისუფლებისთვის კი იმ მოტივით, რომ შექმნის აზრს ისევ უძლევალია და საზოგადოება დაიმორჩილოს.

თუმცა, ხელისუფლების ოპონენტებს განსაკუთრებულ პერსპექტივას ვერ ვუწინასწარმეტყველებ, რადგან "ქართული ოცნება" ყოველთვის იმარჯვებს რესურსებით, იქნება ეს ფინანსური თუ ადმინისტრაციული.

ამიტომ, არა მგონია, რომ შუალედურ არჩევნებს, რაიმე შედეგი მოჰყვეს და არც საზოგადოება არის მზად იმისთვის, რომ ხელისუფლება გამოიწვიოს, მიუხედავად იმისა, რომ "ოცნების" რეიტინგი ეცემა და საზოგადოების ნდობაც ხელისუფლებისადმი განულებულია.

ჩემი აზრით, ამ შუალედურ არჩევნებში მთავარი მაინც ის იქნება, როგორ დამარცხდება ან გაიმარჯვებს ოპოზიცია, თუ ხელისუფლება და როგორ მოახერხებენ ამის შეფუთვას.

ვერ გეტყვით, რა ფაქტორმა უნდა უბიძგოს მმართველ გუნდს და მით უფრო ივანიშვილს, რომ ეს გადაწყვტილება მიიღოს. თუ დინამიკაში შევხედავთ პროცესებს, დღეს პოლიტიკური ცვლილებების პერსპექტივა არ ჩანს, მაგრმა თუ "ოცნებაში" დარწმუნდებიან, რომ 2020 წლისთვის მეტი საფრთხე შეექმნებათ, ანუ რისკფაქტორები მეტი იქნება, შეიძლება ვადამდელი არჩევნები სათავისოდ ჩაატარონ და მიიღონ ხელისუფლებაში დარჩენის გარანტია.

სამთავრობო ცვლილებები, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური მახეა მოქალაქეებისთვის, რადგან ცვლილებების დროს რაღაც პერსპექტივა ჩნდება. ამაზე აქტიურად მიდის საუბარი როგორც მედიაში, ისე ექსპერტთა წრეებში.

თუმცა, ვფიქრობ, რომ დღეს სამთავრობო ცვლილებები ერთგვარ გასართობ, თავშესაქცევ თემად იქცა. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის ეს ცვლილებები არაფრის მომტანია და ამიტომ ნაკლებმნიშვნელოვანი ბახტაძეს გახარია შეცვლის თუ სხვა. თუმცა, ასე ხშირად პრემიერების ცვლა, კარგი არ არის.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა