შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გოგოტიშვილი:"ყველა კანდიდატი ხელისუფლების დროშის ქვეშ გაერთიანდა და ზაქარეიშვილს ებრძვის"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38240 
 11 მაისი 2019

"ოზურგეთის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში დარეგისტრირებული ყველა კანდიდატი "ქართული ოცნების" დროშის ქვეშ გაერთიანდა და იაკობ ზაქარეიშვილს - მთავარ ოპოზიციურ კანდიდატს ებრძვის. ამის ნათელი დადასტურებააა ეს ფოტორეპორტაჟიც, თუ რა მეთოდებით და ვისი გამოყენებით გვებრძვის ხელისუფლება. სამწუხაროა რომ მოახლოებულ არჩევნებში ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დარეგისტრირდნენ კანდიდატებად, რომ ოპოზიციას გამარჯვება წაართვან, ეს ძალიან ცუდია" 

ეს განცხადება მთავარი ოპოზიციური კანდიდატის, იაკობ ზაქარეიშვილის შტაბის უფროსმა,. მიხეილ გოგოტიშვილმა "გურიის მოამბესთან" საუბარში იაკობ ზაქარეიშვილის სარეკლამო პლაკატების მასიურ განადგურებასთან და ჩამოხევასთან დაკავშირებით გავრცელებული კომენტარისას გააკეთა.

გოგოტიშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი მეთოდებით ბრძოლა ამორალურია და მოუწოდებს ოპონენტებს ნუ ჩაერთვებიან სახელისუფლებო ინტრიგებში, ხოლო "ქართულ ოცნებას" კი აფრთხილებს, რომ ამ უკანასკნელმა თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებებისაგან:

" ბოლო ორი დღეა იაკობ ზაქარეიშვილის სარეკლამო ბანერებისა და პლაკატების მასიური განადგურება ხდება. ეს "ქართული ოცნების" ნაცნობი ხელწერაა და როგორც ჩანს ისინი ცივილიზაციას კიდევ უფრო დიდი მანძილით დაშორდნენ" - თქვა გოგოტიშვილმა.

იხილეთ ფოტორეპორტაჟი:

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
კულტურა
გურიის მოამბე

"არტ-გენი 2019"